"კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული" - როგორ მიმდინარეობს რთველი?! - კვირის პალიტრა

"კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული" - როგორ მიმდინარეობს რთველი?!

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. გადამუშავებული ყურძნიდან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 20 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც. მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში.

“ამ ეტაპზე რთვლის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

რთველი ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს:

კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარით განისაზღვრა. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა ფასი 1,00 ლარი იქნება, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა