2026 წლის აგვისტოში სახელმწიფოსგან დახმარებას 570 356 ადამიანი იღებდა
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუწყდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოღება მოხდა.
კერძოდ, 2026 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში:
იანვარი - 710 226 ადამიანი;
თებერვალი - 709 458 ადამიანი;
მარტი - 667 793 ადამიანი;
აპრილი - 645 920 ადამიანი;
მაისი - 605 033 ადამიანი;
ივნისი - 584 137 ადამიანი;ივლისი - 576 902 ადამიანი;
აგვისტო - 570 356 ადამიანი.