უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ”დამსახურებისათვის” ("За заслуги") პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

 

”უკრაინასა და საქართველოს შორის სულიერი და კულტურული კავშირების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და მრავალწლიანი უანგარო მოღვაწეობისათვის, ვბრძანებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაჯილდოვდეს პირველი ხარისხის ორდენით ”დამსახურებისათვის” - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებაში.