"ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ" - რატომ გააზიარა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმა პატარა ევა ბუთიაშვილის ვიდეო
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ევა ბუთიაშვილის სახელი ძირითადად ქართულ სოციალურ ქსელებში იყო ცნობილი. დღეს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეოებს უკვე უცხოელებიც აქტიურად ეხმაურებიან - მათ შორის, თურქი ინტერნეტმომხმარებლებიც.
განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცნობილმა თურმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა. ვიდეოში პატარა ევა, ბაბუასთან ერთად, კამერის წინ თავისი განსაკუთრებული მანერით პოზირებს. "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ", - წერს დემეთი. მსახიობი, რომელიც მოცეკვავეც არის, სავარაუდოდ, პატარა გოგონას საკუთარ თავს ამსგავსებს - სწორედ ასე აღიქვეს თურქი ვარსკვლავის ფანებმა ოზდემირის მიერ დაწერილი წინადადება.
მილიონობით რეაქცია - ყველაფერი ერთი ვიდეოდან დაიწყოევა და მისი უფროსი და, ანამარია ბუთიაშვილები, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან არიან. მათი პოპულარობა დედის, ფიქრია ბუთიაშვილის მიერ გადაღებული ყოველდღიური ვიდეოების გამოქვეყნებით დაიწყო.