“ჩემი გაზრდილივითაა... ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ ჩემი ძმით"" - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ძმის შესახებ - კვირის პალიტრა

“ჩემი გაზრდილივითაა... ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ ჩემი ძმით"" - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ძმის შესახებ

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ჩვე­ნი გუნ­დის ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, ძმის, თორ­ნი­კეს შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, ხან­და­ხან მი­ჭირს ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, მაგ­რამ როცა მი­თხრეს, რომ ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი მო­დი­ო­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და ერთი სული მქონ­და, რო­დის ვნა­ხავ­დი თო­კოს. ჩემი გაზ­რდი­ლი­ვი­თაა და როცა და­ვი­ნა­ხე რომ ავ­ტო­ბუ­სით მო­ვი­და, უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობს, სი­ა­მა­ყით ავივ­სე.

ასეთ დროს ხვდე­ბი, რომ შენი ძმა სწო­რად შრო­მობს, სწო­რად აკე­თებს რა­ღა­ცებს, მისი წარ­მა­ტე­ბა ჩემ­სა­ზე ალ­ბათ ას­ჯერ მე­ტად გა­მი­ხარ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეყო­ლე­ბა ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ ჩემი ძმით", - ამ­ბობს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია.

წყარო