დაფიქსირდა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრინველის გრიპი? - რა ინფორმაციას ავრცელებს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო? - კვირის პალიტრა

დაფიქსირდა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრინველის გრიპი? - რა ინფორმაციას ავრცელებს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო?

“სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა,“ - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, ცხო­ველ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებს, მათ შო­რის ფრინ­ვე­ლის გრიპ­ზე. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ეჭ­ვის ან გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბოს სა­ა­გენ­ტოს, რათა სა­ა­გენ­ტომ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორ­თან ერ­თად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამ ეტაპ­ზე სა­ა­გენ­ტოს რა­ი­მე სა­ხის ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღია.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და მო­ნი­ტო­რინგს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.