“ხეების უკან იმალებოდა და აივანს უთვალთვალებდა“ - საბერძნეთში დააკავეს 45 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცოლზე შეიარაღებული თავდასხმა სცადა - კვირის პალიტრა

“ხეების უკან იმალებოდა და აივანს უთვალთვალებდა“ - საბერძნეთში დააკავეს 45 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცოლზე შეიარაღებული თავდასხმა სცადა

სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ ნეა სმირ­ნი­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და უკა­ნო­ნო ია­რა­ღის ფლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 45 წლის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში შეჭ­რას ცდი­ლობ­და, რის შემ­დე­გაც ხე­ე­ბის უკან იმა­ლე­ბო­და და აი­ვანს უთ­ვალ­თვა­ლებ­და. ჩხრე­კი­სას მას და­ტე­ნი­ლი რე­ვოლ­ვე­რი და 17 ვაზ­ნა აღ­მო­აჩ­ნდა.

ინ­ცი­დენ­ტი 15 სექ­ტემ­ბერს შუ­ა­დღეს, ნეა სმირ­ნი­ში, სტა­დი­უს ქუ­ჩა­ზე მოხ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში 35 წლის ქარ­თველ­მა ქალ­მა და­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი 45 წლის ქმა­რი, რო­მელ­თა­ნაც იგი ცალ­კე ცხოვ­რობ­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შეჭ­რას ცდი­ლობ­და.ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 45 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, კორ­პუ­სი­დან მცი­რე მან­ძილ­ზე, ხე­ე­ბის უკან და­მა­ლუ­ლი იპო­ვეს. იგი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადევ­ნებ­და თვალ­ყურს კორ­პუ­სის შე­სას­ვლელ­სა და ქა­ლის ბი­ნის აი­ვანს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

მა­მა­კაცს ბრა­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვის მუხ­ლე­ბით წა­ე­ყე­ნა. საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო 35 წლის ქა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც, რად­გან, პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სა­ბერ­ძნეთ­ში კა­ნო­ნი­ე­რად ყოფ­ნის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი არ ჰქონ­და.

ambebi.ge