“ჩვენ რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვხე­დავთ, რომ ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­ვი­წყოთ უფრო მშვი­დო­ბი­ა­ნი და ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა“ - ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას - კვირის პალიტრა

“ჩვენ რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვხე­დავთ, რომ ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­ვი­წყოთ უფრო მშვი­დო­ბი­ა­ნი და ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა“ - ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას

"პროგ­რე­სი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში გვინ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სხვა ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გა­მო­ხა­ტავს მზად­ყოფ­ნას, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნაგ­რძოს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­თან, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან ჩვენ­თან სა­მუ­შა­ოდ, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და სუ­ვე­რე­ნუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 81-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ხან­გრძლი­ვი პარტნი­ო­რო­ბა მხო­ლოდ დი­ა­ლო­გით მი­იღ­წე­ვა და ეს შე­დე­გი არა­სო­დეს არ დად­გე­ბა ზე­წო­ლის ან იძუ­ლე­ბის გზით.

"პროგ­რე­სი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში გვინ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სხვა ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე. სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გა­მო­ხა­ტავს მზად­ყოფ­ნას, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნაგ­რძოს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­თან, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან ჩვენ­თან სა­მუ­შა­ოდ, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და სუ­ვე­რე­ნუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. გვჯე­რა, რომ ხან­გრძლი­ვი პარტნი­ო­რო­ბა მხო­ლოდ დი­ა­ლო­გით მი­იღ­წე­ვა და ეს შე­დე­გი არა­სო­დეს არ დად­გე­ბა ზე­წო­ლის ან იძუ­ლე­ბის გზით. პა­ტი­ვის­ცე­მის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბიც ასე­ვე ფუნ­და­მენ­ტურ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ეფექ­ტუ­რი მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მზად არის იმი­სათ­ვის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლოს და ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

"იმ პი­რო­ბებ­ში, როცა გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე გა­ურ­კვევ­ლო­ბა კვლავ იმა­ტებს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­უც­ვლელ ფო­რუ­მად რჩე­ბა დი­ა­ლო­გი­სა და ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბის­თვის. ამ კონ­ტექ­სტში, UN80 ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის გა­ე­როს ეფექ­ტუ­რო­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, მისი გამჭვირ­ვა­ლო­ბის და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. სა­ქარ­თვე­ლო მზად არის იმი­სათ­ვის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლოს და ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს რე­ფორ­მებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია უფრო უკე­თე­სად მუ­შა­ო­ბას შეძ­ლებს და კი­დევ უფრო მე­ტად შე­დე­გებ­ზე ო

განარი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. სწო­რედ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გან­სა­ზღვრავს, თუ რო­გორ სამ­ყა­როს და­ვუ­ტო­ვებთ ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. მო­დით, ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ ისე­თი სამ­ყა­რო და­ვუ­ტო­ვოთ მათ, რო­მე­ლიც უფრო მშვი­დო­ბი­ა­ნი, და­ცუ­ლი და ერ­თი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დღეს არის“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

განაგრძეთ კითხვა