“გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი განიხილება როგორც სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე“ - თეონა აქუბარდია - კვირის პალიტრა

“გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი განიხილება როგორც სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე“ - თეონა აქუბარდია

ირაკლი კობახიძის გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე, - ამ შეფასებას პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია აკეთებს.

აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ კობახიძის გამოსვლამ აჩვენა შეცვლილი საგარეო პოლიტიკა, რაც გამოხატულია გამქრალ ევროინტეგრაციის კურსში, რუსეთისადმი დეოკუპაციის მოთხოვნის გაუქმება და პარტნიორების გარეშე დარჩენის პირობებში, „შუა დერეფნის“ პროექტში მათთან სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაპირობების დაყენება.

„ირაკლი კობახიძის გამოსვლაში სამი მთავარი გზავნილი იკვეთება:

ოკუპაციის ხსენება ფაქტობრივი ანექსიის გარეშე - მაგრამ რუსეთის პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე.კობახიძემ სწორად დააფიქსირა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, მაგრამ ამის შემდეგ ოკუპაციის პოლიტიკური გაგრძელება ფაქტობრივად წყდება. აღარ არის რუსეთისადმი მოწოდება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს უკანონო სამხედრო ყოფნა და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არადა ეს არის სწორედ ის მოთხოვნები, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ რამდენიმე დღის წინ, ეუთოს მუდმივ საბჭოზეც აყენებდა. იქ პირდაპირ იყო საუბარი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე, სამხედრო ძალების გაყვანასა და დე ფაქტო ანექსიის პროცესზე.

განაგრძეთ კითხვა