“დადგება დღე, როდესაც AI ატომების ფორმირებაზე გადავა“ - რას განაცხადა ზელენსკიმ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას - კვირის პალიტრა

“დადგება დღე, როდესაც AI ატომების ფორმირებაზე გადავა“ - რას განაცხადა ზელენსკიმ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის ომი და ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი უნდა დას­რულ­დეს მა­ნამ, სა­ნამ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს (AI) საბ­რძო­ლო ველ­ზე სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ზე­ლენ­სკიმ გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან გა­აფრ­თხი­ლა მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ “მალე დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბის სწრა­ფი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ომის წე­სებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი გვი­კარ­ნა­ხებს“. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პის შე­ნე­ლე­ბა, სა­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბა შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვა.

zelenski2-70069-1790319178.jpg

“ჩვენ უნდა შე­ვა­ნე­ლოთ ეს პრო­ცე­სი, სა­ნამ მომ­დევ­ნო ეტაპს მი­ვაღ­წევთ, რად­გან უკვე მო­მა­ვა­ლი წლი­დან არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შან­სი, რომ საბ­რძო­ლო ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტიც გა­და­წყვეტს. სა­ნამ ამ წერ­ტი­ლამ­დე მი­ვალთ, მშვი­დო­ბა გვჭირ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა