მარინა ვლადი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა - სამი ქორწინება, სამი ვაჟი და მარტოობა - კვირის პალიტრა

მარინა ვლადი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა - სამი ქორწინება, სამი ვაჟი და მარტოობა

88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი, მომღერალი და მწერალი მარინა ვლადი გარდაიცვალა. ის ევროპული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო, რომლის შემოქმედებითი ცხოვრება თითქმის მთელი ეპოქის განმავლობაში გაგრძელდა.

მარინა ვლადი 1938 წელს საფრანგეთში, რუსი ემიგრანტი ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი კატრინ მარინა დე პოლიაკოფ-ბაიდაროვი იყო. მამა საოპერო მომღერალი გახლდათ, დედა — ბალერინა. ოთხივე და ხელოვნების სამყაროს დაუკავშირდა.

მარინამ კინოში თამაში ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და კარიერის განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ის მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ ჟან-ლუკ გოდარი, ორსონ უელსი, მარკო ფერერი და ბერტრან ტავერნიე. 1963 წელს კი მარკო ფერერის ფილმში „Le Lit conjugal“ შესრულებული როლისთვის კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.

marina-vlady-profile-e1790269480599-1790319821.webp

ვლადი მხოლოდ მსახიობი არ ყოფილა — ის მღეროდა, წერდა წიგნებს და ათწლეულების განმავლობაში თეატრის სცენაზეც თამაშობდა.

მისი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი უკავშირდება პოეტსა და მომღერალვლადიმირ ვისოცკის, რომელიც მისი მესამე ქმარი გახლდათ. მათი ურთიერთობა 1970 წელს ქორწინებით დასრულდა და ვისოცკის გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე გაგრძელდა. მოგვიანებით ვლადიმ ამ ურთიერთობას წიგნი „ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი ფრენა“ მიუძღვნა.

მარინა ვლადი 2026 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ის საკუთარ სახლში, ახლობლებისა და საყვარელი ცხოველების გარემოცვაში იმყოფებოდა.

6rbkkgso-a8nxsjyygidekk7tbzgdxfrc-l5gtsf1318chrqtlzfdezn5luncuaf1kjqjjv0kksvkwqruvrcj3g58qfdpn-wjtt-dwytqtmody9ztk5kekyvt-5vvicobdebfmhb72qdfk1jxfw-ypo65qfnb0ze-ylwjfjrxtfhe66x-6xyni9cquqputwi-1790318901-1790319850.jpg

მარინა ვლადი სამჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული.

მისი პირველი ქმარი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი გახლდათ. მათ ორი ვაჟი შეეძინათ — იგორი და პიერი.

მეორე ქმარი ფრანგი ავიატორი და მეწარმე ჟან-კლოდ ბრუიე იყო. ამ ქორწინებიდან ვლადის მესამე ვაჟი — ვლადიმირი შეეძინა.

განაგრძეთ კითხვა