"თვლიან, რომ ახმატს ჯადო გაუკეთეს" - კადიროვის ყოფილი რძლის ოჯახს სასტიკად გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

"თვლიან, რომ ახმატს ჯადო გაუკეთეს" - კადიროვის ყოფილი რძლის ოჯახს სასტიკად გაუსწორდნენ

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ოჯახ­ში მომ­ხდა­რი კი­დევ ერთი ის­ტო­რია ჩეჩ­ნუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის მხრი­დან მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ამ­ჯე­რად საქ­მე კა­დი­რო­ვის უფ­რო­სი ვა­ჟის, ახ­მატ კა­დი­რო­ვის, ყო­ფილ მე­უღ­ლე­სა და მის ოჯახს ეხე­ბა.

ჩეჩ­ნუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა NIYSO ამ­ტკი­ცებს, რომ ახ­მატ კა­დი­რო­ვის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ (თა­მი­ლა) მახ­მა­ტო­ვას ოჯა­ხი კა­დი­რო­ვის შვი­ლის­თვის "ჯა­დოს“ გა­კე­თე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ამის შემ­დეგ, მოძ­რა­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მახ­მა­ტო­ვე­ბის ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, ახ­მატ-იურ­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს და სას­ტი­კად სცე­მეს.

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, წყა­როს ცნო­ბით, თა­ვად მა­რი­ამ მახ­მა­ტო­ვა და მისი დედა, პე­ტი­მატ მახ­მა­ტო­ვაც გახ­დნენ. NIYSO აცხა­დებს, რომ პე­ტი­მატ მახ­მა­ტო­ვა სა­ვა­რა­უ­დო გა­ტა­ცე­ბი­სა და წა­მე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ეჭვი ჯა­დოქ­რო­ბა­ზე

NIYSO-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, მახ­მა­ტო­ვე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კა­დი­რო­ვე­ბის ოჯახ­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ახ­მატ კა­დი­რო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ. სიჰ­რი - ჯა­დოქ­რო­ბა ან შე­ლოც­ვა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მოძ­რა­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­მა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ქცე­ვა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ნიშ­ნეს და ამის მი­ზე­ზად სწო­რედ ჯა­დოქ­რო­ბა მი­იჩ­ნი­ეს.

ეჭვი სა­ბო­ლო­ოდ მის პირ­ველ მე­უღ­ლე­ზე, მა­რი­ამ მახ­მა­ტო­ვა­სა და მის ნა­თე­სა­ვებ­ზე მი­ი­ტა­ნეს, რის შემ­დე­გაც მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

NIYSO-ს ცნო­ბით, მახ­მა­ტო­ვე­ბის ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს და კა­დი­რო­ვე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სო­ფელ ახ­მატ-იურ­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის მტკი­ცე­ბით, მათ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

განაგრძეთ კითხვა