"გეგ­მა სწო­რი გვქონ­და. პირ­ველ ტა­იმ­ში ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბა არ ყო­ფი­ლა, რომ გეგ­მას ხელი შეშ­ლო­და" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან წაგებულ მატჩს აფასებს - კვირის პალიტრა

"გეგ­მა სწო­რი გვქონ­და. პირ­ველ ტა­იმ­ში ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბა არ ყო­ფი­ლა, რომ გეგ­მას ხელი შეშ­ლო­და" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან წაგებულ მატჩს აფასებს

ერთა ლი­გა­ზე ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას­თან მარ­ცხის (0:1) შემ­დეგ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ისა­უბ­რა:

"გეგ­მა სწო­რი გვქონ­და. პირ­ველ ტა­იმ­ში ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბა არ ყო­ფი­ლა, რომ გეგ­მას ხელი შეშ­ლო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ახლა ისეთ კონ­დი­ცი­ებ­ში არი­ან, ცო­ტას თა­მა­ში შე­უძ­ლი­ათ. ჩაკ­ვე­ტა­ძის შემ­ცვლე­ლი არ გვყავს. სა­გო­ლე შან­სე­ბი გვქონ­და და უკე­თე­სი შე­დე­გის და­ფიქ­სი­რე­ბა ნამ­დვი­ლად შეგ­ვეძ­ლო.

ფეხ­ბურ­თელ­თა ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს. პირ­ველ ტა­იმ­ში კვა­რა­ცხე­ლი­აც საკ­მა­ოდ უკ­ნი­დან თა­მა­შობ­და, შემ­დეგ ტაქ­ტი­კა შევ­ცვა­ლეთ. იმე­დია, უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­თან უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.და სა­გო­ლე შან­სებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

ცხა­დია, უკე­თე­სი ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა. გვქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, სამ ცენ­ტრა­ლურ მცველს კუნ­თი გა­ე­ჭი­მა, ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვე­რა­ფერს შევ­ცვლით, ეს ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კლუ­ბე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბათ.

პე­ნალ­ტის დარ­ტყმის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ 4 წლის წინ გა­და­წყდა, თავს ვინც უკეთ გრძნობს, ის ას­რუ­ლებს. ჩაკ­ვე­ტა­ძის შემ­ცვლე­ლი არ გვყავს", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­ოლ­მა.

სა­ნი­ოლ­მა ჩრდ. ირ­ლან­დი­ას­თან მატ­ჩის შემ­დეგ გუნდში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.“მატ­ჩი, რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო მოგ­ვე­გო, წა­ვა­გეთ. პირ­ვე­ლი ტა­ი­მით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მე-2 ნა­ხე­ვარ­ში თა­მა­შის ხა­რის­ხი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ...

პირ­ვე­ლად ვნა­ხე კა­რი­ე­რა­ში, 1 მატჩში ერთი გუნ­დის 3 ცენ­ტრა­კურ მცველს კუნ­თის გა­ჭიმ­ვო­და.” - თქვა ვილი სა­ნი­ოლ­მა

მე­ო­რე ტური 28 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნას, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია კი უნ­გრეთს უმას­პინ­ძლებს.