თურქული სერიალების ვარსკვლავს, ბირან დამლა ილმაზს გერმანიაში 6-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა? - რას ამბობს მსახიობი და რას უკავშირდება ბრალდება?
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ცნობილ მსახიობ ბირან დამლა ილმაზს გერმანიაში 6-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. საქმე 285 ათასი ევროს ოდენობის დავალიანებას უკავშირდება, რომელიც მსახიობის გერმანიაში ყოფნის პერიოდში ჩატარებულ ესთეტიკურ პროცედურებს ეხებოდა.
ამბავი ივნისში დაიწყო, როდესაც ილმაზის ყოფილმა შეყვარებულმა, აბდურაჰმან აიდინმა, განაცხადა, რომ მსახიობმა გერმანიაში ყოფნისას რამდენიმე ესთეტიკური პროცედურა ჩაიტარა. მის მიერ დასახელებულ მომსახურებებს შორის იყო ბოტოქსი, ტუჩის ფილერი, ცელულიტის მკურნალობა და ლაზერული პროცედურები. აიდინის მტკიცებით, ამ მომსახურებების საერთო ღირებულებამ 285 ათასი ევრო შეადგინა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანხის გადაუხდელობის გამო საქმე სასამართლოში გადავიდა და პროცესის დასრულების შემდეგ ბირან დამლა ილმაზს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ინფორმაციას თავად მსახიობი უარყოფს.
ილმაზმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და მასთან ერთად გერმანიაში მისი სამართლებრივი წარმომადგენლის, ადვოკატ ონურ ჯან იაღბაშანის მიერ მომზადებული ოფიციალური დოკუმენტებიც გაავრცელა. გააგრძელეთ კითხვა