"რომ მივედით, საშინელი სურათი დაგვხვდა" - სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა - რას ჰყვება თვითმხილველი?
სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა. ინფორმაციას info imereti ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ლიანდაგის მიმდებარედ ბაბუა და შვილიშვილი თვითდასაქმებულები იყვნენ.
"რომ მივიდეთ ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, ბიჭი ადგილზე იყო გარდაცვლილი. ბაბუა და შვილიშვილი მიმდებარედ თვითდასაქმებულები იყვნენ.ბიჭი ლიანდაგებისკენ იყო წასული და მატარებელი დაეჯახა", - ამბობს თვითმხილველი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.