ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული?
ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა. ულამაზესი ქორწილის კადრებს სპორტსმენი “ინსტაგრამზე“ თავად ავრცელებს.
ლიანა ჯოჯუამ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა. წყვილმა წმინდა რიტუალი ტრადიციული ქართული სამოსისა და მოტივების ფონზე აღასრულა. ლიანა ჯოჯუას სადა, თუმცა ულამაზესი კაბა ეცვა, ხოლო ნეფემ ჩოხა მოირგო.

ჯვრისწერის შემდეგ, წყვილი ტაძრიდან სტუმრებმა ხანჯლების ქვეშ გამოატარეს. ეზოში კი ულამაზესი ფოტოსესია გაიმართა.