"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ! ხვალ, სასამართლო პროცესზე მერაბ მალანიას მოუწევს ჩემი მოსმენა" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
"იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი, ვიდრე წარმოგედგინათ!" - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.
ეკა კუპატაძის თქმით, ხვალ, 28 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, სასამართლო პროცესზე, მერაბ მალანიას მისი მოსმენა მოუწევს."27 სექტემბერი გვტკივა ყველას.....
2 ოქტომბრის დილას 9:13 სთ-ზე, გიგა ავალიანის საქმეში ჩაიდო პირველი მტკიცებულება: გიგა ავალიანის ტელეფონი და პირნაღები მასალით (მოყვითალო-მომწვანო კუჭის წვენით) სველი ტანსაცმელი. 8 ოქტომბერს, პროკურორ მარიამ გიგაურის შუამდგომლობა, დააკმაყოფილა მოსამართლე ნანა შამათავამ და დადგენილების მე-2 მუხლში ჩაწერა:
"გამოთხოვილ იქნეს ეკა კუპატაძისგან ამოღებული გიგა ავალიანის კუთვნილი POCO-ს მოდელის მობილური ტელეფონიდან საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია."
10 ოქტომბერს გიგა ავალიანის კუთვნილ ტელეფონზე დაინიშნა ტექნოლოგიური ექსპერტიზა და გამოთხოვილ იქნა "როგორც მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შენახული, ისე წაშლილი, შემავალი და გამავალი ზარები, მიმოწერები, გადაღებული ფოტო და ვიდეო ფაილები, მობილურ აპლიკაციებში არსებული ინფორმაციები სრულად." გააგრძელეთ კითხვა