"მინდა, მივმართო მაყურებელს" - რამაზ სვანაძის პირველი პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში - კვირის პალიტრა

"მინდა, მივმართო მაყურებელს" - რამაზ სვანაძის პირველი პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი 28 სექ­ტემ­ბერს უე­ფას ერთა ლი­გის მე­ო­რე ტუ­რის შეხ­ვედ­რას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს.

მატ­ჩამ­დე ერთი დღით ადრე, ჩვენ­მა გუნ­დმა შეხ­ვედ­რის მას­პინ­ძელ სტა­დი­ონ­ზე მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში გა­მარ­თა. რა­მაზ სვა­ნა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი საწ­ვრთნე­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, ჩვე­ნი გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მე­დი­ის კი­თხვებს ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­თან ერ­თად უპა­სუ­ხა.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სფფ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა წა­რუდ­გი­ნა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ყო­ფილ მთა­ვარ მწვრთნელს, ვილი სა­ნი­ოლს კი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის.

"პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მსურს, ვილი სა­ნი­ოლს გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის გა­ა­კე­თა. ასე­ვე იმის­თვის, რომ პი­რა­დად მე ძა­ლი­ან ხში­რად მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, რო­გორც ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის წევ­რი. მერ­წმუ­ნეთ, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. ასე­ვე მინ­და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა იმ დიდი ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩემს მი­მართ ყო­ველ­თვის იყო და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა. ეს ნდო­ბა შემ­თხვე­ვით არ მო­სუ­ლა, რად­გან ძა­ლი­ან დიდი გზის გავ­ლა დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბო­ბენ დიდი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია ამა თუ იმ პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვედ­რა. ეს ყვე­ლამ ვი­ცით და ეს მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა - ეს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ასეა. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე, და­წყე­ბუ­ლი ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თი­დან, შემ­დეგ ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბი და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ორი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტით.

უახ­ლო­ეს მატ­ჩებ­ში ვე­ლო­დე­ბი, რომ გვექ­ნე­ბა სწო­რი რე­აქ­ცია და სწო­რი ემო­ცია იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი თა­მა­ში მარ­ცხით და­ვი­წყეთ და ახლა ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­მოს­წო­რე­ბის­კენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­წვრთნე­ლო შტაბს, ორი მწვრთნე­ლი დღეს ჩემ­თან ერ­თად არის - გი­ორ­გი დე­კა­ნო­სი­ძე, ჩემი ასის­ტენ­ტი, და გონ­დო გო­ცი­რი­ძე. თუმ­ცა, სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, რად­გან ამ ეტაპ­ზე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­ახ­ლო­ე­ბულ თა­მა­შებ­ზე ვართ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ჩემი სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის მთა­ვა­რი გეგ­მა იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა - სტა­ბი­ლუ­რო­ბის, რო­მე­ლიც აი­სა­ხე­ბა რო­გორც სა­ფეხ­ბურ­თო ხა­რისხში, ისე შე­დე­გებ­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფიქ­რა­ლი ამ წუ­თას სწო­რედ ეს არის - მი­ვაღ­წი­ოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა. რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­სავ­ლე­ლი გზაა, თუმ­ცა მჯე­რა, რომ სწო­რი მიდ­გო­მე­ბი­სა და სწო­რად მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი მიღ­წე­ვა­დია. გააგრძელეთ კითხვა