“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მამა დღე­საც ია­მა­ყებ­და ჩე­მით“ - ინტერვიუ კობა დავითაშვილის ვაჟთან, რომელიც გერმანიაში ნეიროქირურგი გახდა - კვირის პალიტრა

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მამა დღე­საც ია­მა­ყებ­და ჩე­მით“ - ინტერვიუ კობა დავითაშვილის ვაჟთან, რომელიც გერმანიაში ნეიროქირურგი გახდა

2021 წელს, რო­დე­საც Ambebi.ge თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვილს ესა­უბ­რა, ის გერ­მა­ნი­ა­ში, ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­დი­ცი­ნას სწავ­ლობ­და და ჯერ კი­დევ არ­ჩევ­და მო­მა­ვალ სპე­ცი­ა­ლო­ბას. მა­შინ არ იცო­და, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებ­და პრო­ფე­სი­ულ გზას, თუმ­ცა უკვე ნათ­ლად ჰქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სურ­და.

ხუთი წლის შემ­დეგ კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ვაჟი გერ­მა­ნი­ა­ში ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას გა­დის. მის­თვის ეს მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა - რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბავ­შვო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ავად­მყო­ფო­ბის ყუ­რე­ბა და მათ­თვის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი ერთ-ერთი მი­ზე­ზი გახ­და, რის გა­მოც ექი­მო­ბა გა­და­წყვი­ტა.

თორ­ნი­კე გვიყ­ვე­ბა, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს გერ­მა­ნი­ა­ში ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გო­რია ნე­ი­რო­ქი­რურ­გის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და რა გან­ცდაა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს და­კარ­გულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უბ­რუ­ნებ. ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს მშობ­ლებ­ზე, ძმებ­ზე, ოჯა­ხის რთულ წლებ­ზე და იმა­ზეც, რა­ტომ უკავ­შირ­დე­ბა მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს

- თორ­ნი­კე, 2021 წელს, როცა თქვენ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, ჯერ კი­დევ გერ­მა­ნი­ა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­დით. მას შემ­დეგ ხუთი წელი გა­ვი­და

- ბოლო ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი და უმ­ცროს ექი­მად/ რე­ზი­დენტ ექი­მად მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და, კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კის პე­რი­ოდ­ში კი მივ­ხვდი, რომ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გზის გაგ­რძე­ლე­ბა სწო­რედ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ა­ში მინ­დო­და. უკვე მე­ო­რე წე­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ექი­მად ვმუ­შა­ობ და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას გავ­დი­ვარ - ყო­ველ­დღი­უ­რად ვიღ­რმა­ვებ ცოდ­ნას და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენ.

ნე­ი­რო­ქი­რურ­გია პირ­ვე­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე და შე­მიყ­ვარ­და. ეს ერ­თა­დერ­თი სფე­როა, რომ­ლის გა­მოც დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვდგე­ბი. ამ დარ­გის სირ­თუ­ლე ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვად იქცა, მისი სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა კი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე. ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლო­ბის არ­ჩე­ვი­სას ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ას გვერდს უბ­რა­ლოდ ვერ ავუვ­ლი­დი.

- სად მუ­შა­ობთ დღეს გერ­მა­ნი­ა­ში და რო­გო­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და შემ­თხვე­ვე­ბი გხვდე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად?

- დღეს ლუდ­ვიგსბურ­გის კლი­ნი­კის ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ექიმ-რე­ზი­დენ­ტად ვმუ­შა­ობ და ექ­ვსწლი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ო­რე წელს გავ­დი­ვარ. ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მალ­თა­შუა დის­კის თი­აქ­რი­სა და სუბ­დუ­რა­ლუ­რი ჰე­მა­ტო­მის შემ­თხვე­ვე­ბი მხვდე­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი თა­ვის ტვი­ნის დამ­ცა­ვი მა­გა­რი გარ­სის ქვეშ სის­ხლის დაგ­რო­ვე­ბას ნიშ­ნავს.

tornike-davitashvili-35672-1790577058.jpg

- გახ­სოვთ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძე­ნით, რომ უკვე ნამ­დვი­ლად ექი­მი ხართ და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვთ?

- ნე­ი­რო­ქი­რურ­გია მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ მთე­ლი გუნ­დის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ის შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც ადა­მი­ანს თა­ვის ტვი­ნის გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სიმ­სივ­ნე უდ­გინ­დე­ბა - დი­აგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც მის­თვის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ხში­რად სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლია. პა­ცი­ენ­ტსა და მის ოჯახს ასე­თი ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბად, გულ­წრფე­ლად და თა­ნაგ­რძნო­ბით მი­ა­წო­დო, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. სწო­რედ რამ­დე­ნი­მე ასეთ­მა შემ­თხვე­ვამ გან­სა­კუთ­რე­ბით ღრმად გა­მა­აზ­რე­ბი­ნა, რას ნიშ­ნავს იყო ექი­მი და რამ­დე­ნად დი­დია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც გენ­დო­ბა.

განაგრძეთ კითხვა