ინგლისში, სამხედრო ბაზის მახლობლად, ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს - კვირის პალიტრა

ინგლისში, სამხედრო ბაზის მახლობლად, ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს

ბრი­ტა­ნე­თის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა პო­ლი­ცი­ამ ინ­გლი­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ­ში, სა­მე­ფო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ფერ­ფორ­დის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ბა­ზას­თან, ხუთი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბა­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

ფერ­ფორ­დის ბა­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცია მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პო­ლი­ცი­ამ კვი­რას, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 00:45 სა­ათ­ზე, სამი სა­ეჭ­ვო ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ხებ მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია.მან­ქა­ნე­ბი სამ­ხედ­რო ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. ად­გილ­ზე მი­სულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ხუთი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რის შემ­დე­გაც ტე­რი­ტო­რია შე­მო­ღო­ბეს და უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, ახ­ლომ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყეს.

several-suspects-arrested-gunpoint-explosives-142753651-1a8b95-39292-1790581322.webp

ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ბრი­ტა­ნე­თის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია და არ­მი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და გა­უვ­ნებ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­მოწ­მებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი რო­ბო­ტიც გა­მო­ი­ყე­ნეს.

განაგრძეთ კითხვა