"რა სიმბოლურია, რამდენიმე წუთში გაჩერებაზე მისი ორი გმირი, "მერი და ზურიკელა" დაგხვდეს" - რას ჰყვება ნოდარ დუმბაძის მეუღლის პანაშვიდიდან გამოსული მოქალაქე - კვირის პალიტრა

"რა სიმბოლურია, რამდენიმე წუთში გაჩერებაზე მისი ორი გმირი, "მერი და ზურიკელა" დაგხვდეს" - რას ჰყვება ნოდარ დუმბაძის მეუღლის პანაშვიდიდან გამოსული მოქალაქე

ზოგ­ჯერ ცხოვ­რე­ბა ისეთ შეხ­ვედ­რას მოგ­ვი­წყობს, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ოც­ნე­ბა­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. არის წუ­თე­ბი, როცა წარ­სუ­ლი, ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი და დღე­ვან­დე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ირე­ვა და ვხე­დავთ, რომ ნამ­დვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა. სწო­რედ ასე­თი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა სოფო გო­გო­ლა­ძეს, რო­მელ­მაც ნო­დარ დუმ­ბა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე, ზუ­რი­კე­ლა და მერი ნახა.

სოფო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ნა­ნუ­ლი გუ­გუ­ნა­ვას, ნო­დარ დუმ­ბა­ძის მე­უღ­ლის, სამ­ძიმ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მთე­ლი გზა მწე­რალ­ზე, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ფიქ­რობ­და. ახ­სენ­დე­ბო­და ილი­კო, ილა­რი­ო­ნი, ზუ­რი­კე­ლა და მერი - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­თვის მხო­ლოდ წიგ­ნის გმი­რე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან.გან­სა­კუთ­რე­ბით მერი ახ­სოვ­და, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი ჰქონ­და მის წარ­მოდ­გე­ნა­ში, და ზუ­რი­კე­ლა, ყვე­ლა­ზე თბი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი. სწო­რედ ამ ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი მი­დი­ო­და, როცა გა­ჩე­რე­ბა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სწო­რედ "მერი და ზუ­რი­კე­ლა" და­ი­ნა­ხა.. თავ­და­პირ­ვე­ლად ეგო­ნა, რომ ეს მხო­ლოდ მისი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი იყო, მაგ­რამ მე­ო­რედ რომ გა­ი­ხე­და, დარ­წმუნ­და: მის წინ ზუ­რი­კე­ლა და მერი იდ­გნენ-მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც დუმ­ბა­ძის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ეკ­რან­ზე გა­ა­ცო­ცხლეს

სოფო წერს, რომ წყვი­ლის სიმ­შვი­დემ, ში­ნა­გან­მა ღირ­სე­ბამ და უბ­რა­ლო­ე­ბამ მა­შინ­ვე მი­იქ­ცია მისი ყუ­რა­დღე­ბა. მათ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა მო­რი­დე­ბით ითხო­ვა. წყვი­ლიც და­თან­ხმდა..

"გუ­შინ, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნის, ნა­ნუ­ლი გუ­გუ­ნა­ვას, ნო­დარ დუმ­ბა­ძის მე­უღ­ლის, სამ­ძიმ­რი­დან რომ გა­მო­ვე­დი, მთე­ლი გზა ვფიქ­რობ­დი. ვფიქ­რობ­დი, ნო­დარ დუმ­ბა­ძე­ზე, მის ადა­მი­ა­ნებ­ზე, მის წიგ­ნებ­ზე… იმ თეთრ ფურ­ცლებ­ზე ამო­წე­რილ სი­ტყვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ჩემს ოთახ­ში, კე­დელ­ზე მქონ­და გაკ­რუ­ლი.

ვფიქ­რობ­დი ილი­კო­ზე, ილა­რი­ონ­ზე, ზუ­რი­კე­ლა­ზე, მე­რი­ზე… ვფიქ­რობ­დი, რა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი უნდა გქონ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ ასე წერო მათ­ზე. რამ­ხე­ლა სით­ბო უნდა გე­დოს გულ­ში, რომ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა ისეთ რა­მედ აქ­ციო, რა­საც ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დე­გაც კი­თხუ­ლო­ბენ და სა­კუ­თარ თავ­ში პო­უ­ლო­ბენ...

დუმ­ბა­ძეს­თან თით­ქოს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ში­ნა­უ­რია. მისი ილი­კო, ილა­რი­ო­ნი, ბე­ბია, ზუ­რი­კე­ლა, მერი, თით­ქოს წიგ­ნი­დან კი არ მო­დი­ან, ჩვე­ნი ეზო­ე­ბი­დან, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან, ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი­დან გა­მო­დი­ან და ვფიქ­რობ­დი იმ მი­სე­ულ სი­ნათ­ლე­ზეც, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძი­მე ამ­ბავ­შიც კი არ ქრე­ბა.

meri-da-zurikela-41145-1790585932.jpg

"მოდი, გა­უ­მარ­ჯოს ღა­მეს, რო­მე­ლიც გა­თენ­დე­ბა.“ რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს ასე­თი ღამე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­თენ­დე­ბა-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი. ვფიქ­რობ­დი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ წყვილ­ზე, ზუ­რი­კე­ლა­სა და მე­რი­ზე. მე­რი­ზე, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. ასე გა­მო­ვი­ა­რე რა­მიშ­ვი­ლის ქუჩა და გა­ჩე­რე­ბას მი­ვა­დე­ქი.

განაგრძეთ კითხვა