ე.წ. კასრების საქმე - რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას?! - კვირის პალიტრა

ე.წ. კასრების საქმე - რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას?!

ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ე.წ. კასრების საქმეში სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"