საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა - რა ფასებია დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე?!
საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა. ბოლო 3 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 13 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 8 თეთრამდე გაძვირდა.
ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე თვეში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე, სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ფასის კორექტირება. მთლიანობაში, 3 სექტემბრიდან დღემდე - ბენზინი 14-31 თეთრით არის გაძვირებული; ხოლო დიზელის ფასი 30-46 თეთრით არის გაზრდილი.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Wissol
ეკო სუპერი - 4.54 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.54 ლარი);
ეკო პრემიუმი - 4.16 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.09 ლარი) - ზრდა 7 თეთრი;
ეკო დიზელი - 4.93 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.87 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;
ევრო დიზელი - 4.89 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.83 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;
ევრო რეგულარი -3.94 ლარი (25 სექტემბრის ფასი 3.89 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
Socar
ნანო სუპერი - 4.50 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.44 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;
ნანო პრემიუმი - 4.15 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.02 ლარი) - ზრდა 13 თეთრი ;
ნანო ევრო რეგულარი - 3.86 ლარი (25 სექტემბრის ფასი 3.82 ლარი) - ზრდა 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - 4.78 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.70 ლარი) - ზრდა 8 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი - 4.86 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.80 ლარი) - ზრდა 6 თეთრი.
Gulf
G-Force სუპერი - 4.55 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.55 ლარი);
G-Force პრემიუმი - 4.17 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.17 ლარი);
ევრო რეგულარი - 3.89 ლარი (25 სექტემბრის ფასი 3.89 ლარი);
G-Force ევრო დიზელი - 4.95 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.87 ლარი) - ზრდა 8 თეთრი;
ევრო დიზელი - 4.87 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.79 ლარი) - ზრდა 8 თეთრი.
Portal
სუპერი - 4.24 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.19 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
პრემიუმი - 4.04 ლარი (25 სექტემბრის ფასი 3.99 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
ევრო რეგულარი - 3.84 ლარი (25 სექტემბრის ფასი 3.79 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
ევრო დიზელი - 4.79 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.74 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
ეფექტური დიზელი - 4.69 ლარი (25 სექტემბრის ფასი 4.64 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;