უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონური მედია? - კვირის პალიტრა

უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონური მედია?

უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა.

დრონის ჩამოვარდნა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, იაცეკ გორიშევსკიმ დაადასტურა.

უკრაინული მედიის ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არ დაზიანებულა.

"ინტერპრესნიუსი"