ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

აჭა­რა­ში, ფრი­დონ ხალ­ვა­შის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რია დიდი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და - მას 5 წლის სანი ცე­ცხლა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო კი­დევ სამ­მა ადა­მი­ან­მა, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მა­მი­და, მა­მი­დაშ­ვი­ლი და მა­მი­დის დე­დამ­თი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­მი­დას ძმის­შვი­ლი სახ­ლში მიჰ­ყავ­და და ყვე­ლა­ნი ერ­თად ფე­ხით გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, როცა მათ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ე­ჯა­ხა.მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, რო­მელ­საც 5 წლამ­დე სანი ემსხვერ­პლა.