რას აცხადებს რამაზ სვანაძე ფრედ დასრულებული საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს რამაზ სვანაძე ფრედ დასრულებული საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ?

ერთა ლი­გა­ზე უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა რა­მაზ სვა­ნა­ძემ ისა­უბ­რა. sportall-ი სვა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბას ცი­ტი­რებს.

"გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლას გვსურ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც გვინ­და. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი კარ­გი იყო და ზო­გა­დად, ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი ვნა­ხეთ. რაც მო­ვა­ხერ­ხეთ, ერთი ვარ­ჯი­ში­თა და რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბით. ვფიქ­რობ, დაც­ვა­ში კარ­გად ვი­მუ­შა­ვეთ უკ­რა­ი­ნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გუნ­დია და მო­ვა­ხერ­ხეთ, ჩვენ კარ­თან თა­მა­ში ნაკ­ლე­ბად ყო­ფი­ლი­ყო. სა­მუ­შაო ჯერ კი­დევ ბევ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ტე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბის ნა­წილ­ში. უმე­ტეს ნა­წილ­ში უკე­თე­სი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი იყო, მათ შო­რის დაღ­ლაც. შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბი რის­კი იყო, მაგ­რამ ვინც შე­ვიყ­ვა­ნეთ, ყვე­ლა შემ­ტე­ვი იყო. იმ მარ­ცხის შემ­დეგ პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ტაქ­ტი­კა იმი­ტომ არ შევ­ცვა­ლეთ, მო­სამ­ზა­დებ­ლად ცოტა დრო გვქონ­და.

თუ ბურ­თი მე­ტად გვექ­ნე­ბო­და, მო­ე­დან­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ითა­მა­შებ­და. დი­ნა­მი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ე­დან­ზე გი­ორ­გი კვერ­ნა­ძის შეყ­ვა­ნა გა­და­წყდა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სის­ტე­მა უნდა შეც­ვა­ლოს, მაგ­რამ არა სპონ­ტა­ნუ­რად, არა­მედ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად. ვრცლად