ახალშობილის ოჯახი 300 ლარს მიიღებს, სანამ პატარა 4 წლის არ გახდება... ახალდაქორწინებულები - 5000 ლარს... - რა სოციალური პროგრამები არსებობს საქართველოში - კვირის პალიტრა

ახალშობილის ოჯახი 300 ლარს მიიღებს, სანამ პატარა 4 წლის არ გახდება... ახალდაქორწინებულები - 5000 ლარს... - რა სოციალური პროგრამები არსებობს საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ნა­წი­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ ოჯა­ხებ­სა და ახალ­შო­ბილ­თა მშობ­ლებს ერთჯე­რად ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწევს, თუმ­ცა თან­ხე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით იზ­რდე­ბა, ცალ­კე თან­ხაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტყუ­პის შე­ძე­ნი­სას, რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კი ახალ­შო­ბილ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბაც მოქ­მე­დებს.

2026 წლის შე­სა­ბა­მი­სი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნეს დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი მოქ­მე­დებს. დღეს რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე ვი­სა­უბ­რებთ:

თი­ა­ნე­თი

თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხი ერთჯე­რა­დად 5 000 ლარს იღებს. დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მოქ­მე­დებს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი, მათ შო­რის, მე­უღ­ლე­ე­ბის თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რე­გის­ტრა­ცია და მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის სტა­ტუ­სი.

შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა: პირ­ველ შვილ­ზე - 1 500 ლარი, მე­ო­რე­ზე - 3 000 ლარი, მე­სა­მე­ზე - 4 500 ლარი. მე­ო­თხე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა წინა ოდე­ნო­ბას კი­დევ 1 500 ლა­რით აღე­მა­ტე­ბა. ტყუ­პე­ბის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხი ერთჯე­რა­დად 10 000 ლარს იღებს.

თი­ა­ნეთ­ში მოქ­მე­დებს ასე­ვე ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბა: პირ­ვე­ლი შვი­ლის­თვის - 150 ლარი, მე­ო­რის­თვის - 300 ლარი, მე­სა­მის­თვის - 450 ლარი, ხოლო ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა კი­დევ 150 ლა­რით იზ­რდე­ბა. დახ­მა­რე­ბა ბავ­შვის ერთ წლამ­დე გა­ი­ცე­მა.

ბორ­ჯო­მი

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 2026 წელს ახალ­შო­ბი­ლის შე­ძე­ნი­სას დახ­მა­რე­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა: პირ­ველ შვილ­ზე - 1 000 ლარი, მე­ო­რე­ზე - 2 000 ლარი, მე­სა­მე­ზე - 3 000 ლარი, მე­ო­თხე­ზე - 4 000 ლარი, მე­ხუ­თე­ზე - 5 000 ლარი და შემ­დე­გაც იმა­ვე პრინ­ცი­პით იზ­რდე­ბა.... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად