“ვიცით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აგენტურას წარმოადგენენ - კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა დაინახონ, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება “ - კახა კალაძე IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

“ვიცით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აგენტურას წარმოადგენენ - კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა დაინახონ, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება “ - კახა კალაძე IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციაზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამ განცხადებით კალაძე გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციად არიან წარმოდგენილნი, რეალურად, აგენტურის წარმომადგენლები არიან და სწორედ ამიტომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.

„კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ და რეალურად დაინახონ ის ვითარება, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება და თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ყველაფერი ნათელია.

როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და შენი ქმედებები განპირობებულია გარე დავალებებით, კონკრეტული მითითებებით და არ იცავ ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა.

განაგრძეთ კითხვა