“თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, სასაცილოდ გამოიყურება“ - ტატა ხვედელიანი“ქართულ ოცნებას“ - კვირის პალიტრა

“თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, სასაცილოდ გამოიყურება“ - ტატა ხვედელიანი“ქართულ ოცნებას“

თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად და რეფორმის თანაავტორად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი მიქანაძე ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება განათლების უფლებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „დღეს „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის რეფორმით, არაკომპეტენტურობითა და კორუფციით, ქართველ ახალგაზრდებს განათლების უფლებას ართმევს“.

„განათლების უფლება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. დღეს „ოცნება“ კობახიძის რეფორმით, არაკომპეტენტურობითა და კორუფციით ამ უფლებას ართმევს ქართველ ახალგაზრდებს. ამით ილახება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რადგან თქვენს მიერ განადგურებული განათლების სისტემა ვერ გაზრდის კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს, რომლებიც მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის, რომლის შედეგადაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას უნდა მოხმარდეს.

დღეს უმწვავესია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის საკითხი. სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ. სწავლის დაწყების დღეს ბავშვებს დაბალხარისხიანი, ფაქტობრივად ერთჯერადი ფორმები ჩააცვით, ამაში 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ ხალხის ბიუჯეტიდან, ამის შემდეგ კი ბავშვებს 3 დღეში წაართვით სივრცეები სადაც უნდა ესწავლათ, ახლა ამ ბავშვებს ეუბნებით, რომ მათი სკოლების რეაბილიტაცია არარენტაბელურია და უშვებთ განუსაზღვრელი დროით მეორე - მესამე ცვლაში განათლების მისაღებად.

რეფორმა, რომელიც კობახიძემ მოიფიქრა, ყველაფერს ითვალისწინებს გარდა იმისა რაც ბავშვებს მართლა სჭირდებათ - ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და სასკოლო უფასო კვება. დღეს ჩვენს ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ.

განაგრძეთ კითხვა