"ყველა ჯანდაბაში წასულა!“ - რა მოხდა პრაღაში, სადაც ვალერი მელაძემ კონცერტზე მაყურებლებს უყვირა და სცენა დატოვა
ვალერი მელაძის კონცერტი პრაღაში ინციდენტით დასრულდა. 61 წლის არტისტმა დარბაზში შეკრებილებს მიმართა მას შემდეგ, რაც მაყურებელ ქალებს შორის ჩხუბი შენიშნა. მომღერალმა აუდიტორიას მოუწოდა, შეეწყვიტათ ხმაური და სხვების მიმართ უპატივცემულობა არ გამოეჩინათ.
"აქ რაღაც ჩხუბია... ეს კონცერტია! ყველა ჯანდაბაში წასულა, ვინც აქ არეულობა მოაწყო! იდიოტები ნუ იქნებით! დაიშალეთ! კიდევ ცდილობთ, ვიღაცას რაღაც აუხსნათ. ყველას გიყურებთ“, - მიმართა მელაძემ მაყურებლებს.
როგორც კონცერტის თვითმხილველები აცხადებენ, ემოციური მიმართვის შემდეგ მომღერალმა სცენა დატოვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. გააგრძელეთ კითხვა