"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა" - მსახიობი მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა" - მსახიობი მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა

გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი მზია ტა­ლი­აშ­ვი­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი ავ­რცე­ლებს.

"ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის უმ­ძი­მე­სი დღეა….ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი თე­ატ­რის ლე­გენ­და, დი­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი - მზია ტა­ლი­აშ­ვი­ლი.

ქალ­ბა­ტო­ნი მზი­ას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ტი­ა­ნეა. მისი მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი და სცე­ნუ­რი ოს­ტა­ტო­ბა მა­ყუ­რებ­ლის სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რულ­სა და აღი­ა­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და.ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის და­არ­სე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ის იყო ჩვე­ნი და­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მა­გა­ლი­თი.

მისი წას­ვლა დიდი და­ნაკ­ლი­სია რო­გორც ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის, ისე მთე­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის.სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დასი სამ­ძი­მარს უცხა­დებს ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს", - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო