რას წერს ამერიკული გამოცემა, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ნაპოვნ ჭურ­ჭელ­ზე? - კვირის პალიტრა

რას წერს ამერიკული გამოცემა, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ნაპოვნ ჭურ­ჭელ­ზე?

“თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, მშე­ნებ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1000 წლის წი­ნან­დელ კე­რა­მი­კულ ჭურ­ჭელ­სა და მათ ფრაგ­მენ­ტებს მი­აგ­ნეს. არ­ტე­ფაქ­ტე­ბი ქუ­ჩის ზე­და­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, მი­წის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა,“ - ამის შე­სა­ხებ Fox News წერს.

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მიგ­ნე­ბუ­ლი კე­რა­მი­კა სა­ვა­რა­უ­დოდ X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა, იმ პე­რი­ო­დით, რო­დე­საც ქა­ლა­ქი აბა­სი­ან­თა სა­ხა­ლი­ფოს (არაბ­თა) გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა და აბ­რე­შუ­მის გზის მნიშ­ვნე­ლო­ვან სატ­რან­ზი­ტო პუნ­ქტს წარ­მო­ად­გენ­და.

ნივ­თე­ბის ზუს­ტი ასა­კის და­სად­გე­ნად და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, მათ შო­რის 3D სკა­ნი­რე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია არ­ქე­ო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­დას­მით სწავ­ლო­ბენ ორ­ნა­მენ­ტე­ბით შემ­კულ კე­რა­მი­კის ნა­ტე­ხებ­სა და სა­უ­კუ­ნო­ვან დო­ქებს. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტი ქვე­ით­თა ახა­ლი გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წყო­ბას, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­სა და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბებს მო­ი­ცავს.

გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებს:

“თბი­ლი­სი ძა­ლი­ან მდი­და­რია არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლით... შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა ეპო­ქის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის პოვ­ნა სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია. თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის იყო მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი, რე­გი­ო­ნის ნამ­დვი­ლი ცენ­ტრი და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ჰაბი,“ - ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

რას