4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - კვირის პალიტრა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბექა ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. შესაბამისად, მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას ივლისში დატოვებს.

მსჯავრდებულის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ჭულუხაძეს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

„გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ერთი წელი რეალური სასჯელი და ორი წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. თუკი მერწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავისზე არ დაუდია ხელი, მსგავსი რამ სისხლის სამართლის საქმეში არ მომხდარა, ბექა ჭულუხაძეს ჩვენება არავისზე მიუცია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

განაგრძეთ კითხვა