ბუდაპეშტში საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს - პოლიცია ძარცვის 9 საქმეს იძიებს
ბუდაპეშტში საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც უნგრეთის პოლიცია საცხოვრებელი სახლების გაქურდვაში ადანაშაულებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ექვს რაიონში დღის საათებში მომხდარ ცხრა ძარცვასთანაა დაკავშირებული. მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, თითქმის 17-მილიონ უნგრულ ფორინტს შეადგენს.
სამართალდამცველებმა 25 სექტემბერს, ბუდაპეშტის მეხუთე რაიონში, საქართველოს ორი მოქალაქე, 28 და 30 წლის მამაკაცები, და ბულგარეთის 30 წლის მოქალაქე დააკავეს. ოპერაციაში ბუდაპეშტის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ანტიტერორისტული ცენტრის (TEK) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
უნგრეთის პოლიციის ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ისინი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, პროკურატურამ კი მათი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.