“ღარიბაშვილი ცდილობს, სარფიანად მიეყიდოს ივანიშვილს, გელა გელაძე კი, რომელზეც ამბობენ, რომ შსს-ში არ დადის, ეტყობა დეპრესიაშია! რაც შეეხება ირანის ელჩის შეურაცხმყოფელ განცხადებას, „ძალიან მაგრად დგანან ორ ფეხზე“ - კახა ჩიქოვანი - კვირის პალიტრა

“ღარიბაშვილი ცდილობს, სარფიანად მიეყიდოს ივანიშვილს, გელა გელაძე კი, რომელზეც ამბობენ, რომ შსს-ში არ დადის, ეტყობა დეპრესიაშია! რაც შეეხება ირანის ელჩის შეურაცხმყოფელ განცხადებას, „ძალიან მაგრად დგანან ორ ფეხზე“ - კახა ჩიქოვანი

ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი გადმოსახედიდან სწორად იქცევა - ცდილობს თავი რაც შეიძლება სარფიანად მიყიდოს ბიძინა ივანიშვილსა და ხალხს, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს - ჯერჯერობით ივანიშვილი დარწმუნებული არ არის, ღარიბაშვილზე კვლავ გააკეთოს თუ არა ახალი ფსონი, - ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილს პარტია “თავისუფლების მოედნის“ წევრი კახა ჩიქოვანი.

როგორც ჩიქოვანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მოვლენების განვითარებას აკვირდება და მას საკუთარი გადმოსახედიდან არასად ეჩქარება. ჩიქოვანის თქმით, ახლა თვალს ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარე ბრძოლას ვადევნებთ და ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ შედეგად სახელმწიფო სუსტდება.

“თავისუფლების მოედნის“ წევრის აზრით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას იტყვის და “როგორც ეს კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება მომავალში“.

“[ღარიბაშვილი ბოლო წერილში კობახიძეს არ ახსენებს, თუმცა] ყველამ იცის, ვინ არის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილის წერილების მიმართულია არა ქართული საზოგადოებისადმი, არამედ “ქართული ოცნების“ ამომრჩევლისადმი. როდესაც ის ხალხს მიმართავს, მიმართავს თავის ამომრჩეველს. დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ყველას ყოფა გაუარესდა, მაგრამ ეს იმასთან არ არის დაკავშირებული, რომ ღარიბაშვილი გენიალური მენეჯერი იყო. იმ პერიოდში პოლიტიკური ვითარება ცოტა სხვა იყო - ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად სხვანაირად მოქმედებდნენ და “ქართული ოცნების“ მაშინდელი მესვეურებიც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ცოტა სხვანაირად მოქმედებდნენ. მაშინ ისეთ იზოლაციაში, როგორც “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო დღეს ჩააყენა, არ ვყოფილვართ. შესაბამისად, ეს ყველა სფეროზე - საქართველოს თითოეული მოქალაქის ელემენტარულ ყოფით პირობებზე აისახა და საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენენ ისინიც, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

განაგრძეთ კითხვა