“ჩვენ მივიღეთ ილუზორული, მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მორგებული სახელმწიფო, რომელიც არ ემსახურება ხალხს“ - რუსუდან თევზაძე - კვირის პალიტრა

“ჩვენ მივიღეთ ილუზორული, მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მორგებული სახელმწიფო, რომელიც არ ემსახურება ხალხს“ - რუსუდან თევზაძე

35 წლის განმავლობაში წლიდან წლამდე და „ოცნების“ ხელისუფლების ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, სრულად მოხდა დევალვაცია იმ ბრძოლის, იმ ჯაფისა და მონდომების, რაც ჩაიდო ცალკეული მოქალაქიდან დაწყებული ინსტიტუციური კომპონენტით დასრულებული, ამ ქვეყანაში, რომ ის სახელმწიფოდ შემდგარიყო,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ჯერ საქართველოს“ წევრმა რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

მან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭრილში, ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ ილუზორული, მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მორგებული სახელმწიფო, რომელიც არ ემსახურება ხალხს.

„ღარიბაშვილის წერილი გახლავთ ის მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ინდიკატორი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ დღეს რეალურად გვაქვს მხოლოდ „ოცნების“ ილუზიური, მათთვის მორგებული „სახელმწიფო“ და ეს სახელმწიფო არ არის ჭეშმარიტად სახელმწიფო და არ ემსახურება ხალხს“, - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

რაც შეეხება თავად ყოფილი პრემიერის მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილების სერიის მიზანს, რუსუდან თევზაძე მიიჩნევს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ემსახურება.

განაგრძეთ კითხვა