"ბორტზე ვიღაცამ დაიყვირა: „დანით დაჭრესო“ და..." - რას ჰყვებიან Flydubai-ს მგზავრები?!
Flydubai-ს თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრის განცხადებით, მისმა მეუღლემ ბორტზე მყოფი „ტერორისტის განეიტრალებაში“ მიიღო მონაწილეობა.
მედიასთან საუბარში ქალი, სახელად მეიტალი, ჰყვება, რომ ეკიპაჟის წევრმა, რომელიც კაბინაში იმყოფებოდა, „თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა“, თუმცა მგზავრებმა მისი შეკავება შეძლეს.
„ვიღაცამ დაიყვირა: „დანით დაჭრესო“; ჩემმა მეუღლემ მაშინვე გააცნობიერა სიტუაცია, თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ გაიქცა და სხვა ისრაელელებთან ერთად ტერორისტი განეიტრალა. ადგილი ჰქონდა დანით ჭრილობების მიყენებას, იყო ბევრი სისხლი. ძალიან ემოციურ მდგომარეობაში ვართ და საშინელ სტრეში, საუბარი ძალიან მიჭირს“, - აცხადებს მგზავრი.
ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მგზავრი ოჯახს უგზავნის, ის საუბრობს ტერორისტზე - ადამიანზე, რომელმაც თვითმფრინავის ხელში ჩაგდება სცადა. მგზავრი აცხადებს, რომ თავდამსხმელის განეიტრალებაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთისკენ გადამისამართდა მას შემდეგ, რაც პილოტებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო თვითმფრინავიდან საგანგებო სიტუაციის მანიშნებელი სიგნალები გაიგზავნა.
"ინტერპრესნიუსი"