რისი ეშინია მთავარ აფხაზ მარიონეტს?! - კვირის პალიტრა

რისი ეშინია მთავარ აფხაზ მარიონეტს?!

საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომელთაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა.

„დღეს აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გარშემო ვითარება კვლავ რთული რჩება. ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ. ეს ჩვენი მხრიდან სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ და რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ვავითარებთ“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა