"რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით?! ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი" -გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა მიმართვას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით?! ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი" -გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა მიმართვას აქვეყნებს

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს:

"რა გინ­დო­დათ ჩემ­გან, რას გი­შა­ვებ­დით?! რამე წა­გარ­თვით, რამე მოგ­პა­რეთ?!ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავ­და, ტან­ჯვა-წა­მე­ბით ვზრდი­დი, თუკი ვინ­მე მო­მეხ­მა­რეთ, არ გტო­ვებ­დით ისე, ვი­ყიდ­დი ჩემს ერთ კუ­თხეს და მე­ყო­ლე­ბო­და ჩემი გური ჩემ­თან.ვინც ჩემ­კენ ხელს გა­მო­იშ­ვერთ, ჩემი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რეთ. ასე არას­დროს და­მი­წე­რია და ახლა ვწერ.

მე გუ­რის და­ვიბ­რუ­ნებ რო­გო­რიც არის, ისეთს.

მად­ლო­ბა ყვე­ლას თა­ნად­გო­მის­თვის", - წერს ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლად ით­ვლე­ბა, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს. გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო.

წყარო