"ირანის ელჩი რამდენს ბედავს, მაგაზე ვარ გაცოფებული...შაჰ-აბასის კუბოს თავს რომ ურტყამდა კობახიძე, გამოვიდეს და თქვას რამე" - ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"ირანის ელჩი რამდენს ბედავს, მაგაზე ვარ გაცოფებული...შაჰ-აბასის კუბოს თავს რომ ურტყამდა კობახიძე, გამოვიდეს და თქვას რამე" - ალეკო ელისაშვილი

ირანის ელჩი რამდენს ბედავს მაგაზე ვარ გაცოფებული. ნორმალური ხელისუფლება გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა... სამარცხვინოები. შაჰ - აბასის კუბოს თავს რომ ურტყამდა კობახიძე, ფარჩაკი, გამოვიდეს და თქვას რამე, ამოღერღოს, - ეს განცხადება პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ელისაშვილის ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე გაიმართა, სადაც ელისაშვილს ედავებიან სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა პოლიციელის, შოთა ჭიპაშვილის შეურაცხყოფით. როგორც ელისაშვილმა პროცესზე აღნიშნა, შოთა ჭიპაშვილს „არაკაცი“ ნამდვილად უწოდა და ამას თავისი მიზეზიც აქვს.

„რომ გვითხრეს, ევროპა უნდა გაგვეოცებინა დემოკრატიით 15 წლის წინ, მეც და ევროპაც გაოცებული ვართ ამ საქმით. შოთა ჭიპაშვილი არის საზოგადოებისთვის საშიში. ადამიანი სხვა ადამიანის ტანჯვას უყურებდეს და სიამოვნებას იღებდეს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ხარ. ასეთ ადამიანს თავად პოლიციის ფორმა აცვია, რამდენიმე პოლიციელი ექვემდებარება, ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია. „სადისტი, არაკაცი“, დავუძახე, რასაც ვადასტურებ, მიმაჩნია სწორად მოვიქეცი და ეს არის დანაშაული? მე ვარ დამნაშავე?

მე დამაკავა რამდენიმე მანდატურმა და სამმა პოლიციელმა. სასამართლო პროცესზე, სადაც მას „არაკაცი“ დავუძახე, მოვიდა ორი პოლიციელი დამკავებლად. ერთ - ერთს ველაპარაკე ადამიანურად, მეორეს დავუძახე „არაკაცი“. რატომ არ მივმართე სხვას ასევე? იმიტომ, რომ მას თავის ახსნა ჰქონდა. მოხდა ის, რომ დაკავების დროს ზურგს უკან დამადეს ხელბორკილი და სამი-ოთხი საათი ძალიან მოჭერილი მქონდა, მიჭერდა და მისივდებოდა.

ვუთხარი ამ შოთა ჭიპაშვილს, მომხსენი და წინ დამიმაგრე-მეთქი, სისხლი მომდიოდა. ორი ბიჭი იყო ყველაზე ნორმალური, გასაღები ამოიღო ერთმა, რომ მოეხსნა და ეს ჭიპაშვილი უკრძალავდა. წყალი დამალევინეთ-მეთქი, ის ერთი წესიერი ბიჭი, გვარად ხოჭოლავა წამოდგა, წავიდა ჩამოსასხმელ აპარატთან და ამან უთხრა, გადაასხი, არ დაალევინოო. ტკბებოდა ასეთი რაღაცებით. ქუჩის ბიჭივით მელაპარაკებოდა ფორმიანი ადამიანი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ძალიან უნდოდა შეურაცხყოფა, მაგრამ არ გამოსდიოდა - „წამო ქუჩაში გავიდეთ, ძმაოო“ ...

ციდან არ ჩამოვფრენილვარ, ახლა მითუმეტეს მთელ კრიმინალურ ელიტასთან ერთად ვზივარ და ძალიან ბევრთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეგობრობა ჩამომიყალიბდა, იმ ხალხის ცხოვრების წესი აქვს. ქუჩის ბიჭივით, ქურდული ტერმინებით მელაპარაკებოდა პოლიციელი! ასეთი პოლიციელი ახლაც დადის ქუჩაში.

ძალიან გული მწყდება ამ ახალგაზრდა ბიჭზე, პროკურორზე, რომელიც ახლა იწყებს კარიერას. ვიფიქრე, დაავალეს და ა.შ. მერე ისე მონდომებით ლაპარაკობდა, რომ აშკარად ფარცხალაძე უნდა გამოვიდეს, რომ გაიზრდება. მანაც უნდა იცოდეს, აი, ეს საქმე რომ ჩაფარცხა, დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა