იანვრიდან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ხელფასის სახით 17 350 ლარს აიღებენ - მაღალჩინოსნების ანაზღაურება იზრდება
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული.
შედეგად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.
აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება.
ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. ყველაზე დაბალი, 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება გამოითვლება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო მრავლდება შესაბამის თანამდებობაზე განსაზღვრულ კოეფიციენტზე და ასე მიიღება იმ კონკრეტულ თანამდებობაზე განსაზღვრული თვიური ანაზღაურება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ გადაანგარიშებით მიღებულ თანხას გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს, გავიგებთ რამდენია თანამდებობის პირთა დარიცხული წლიური ხელფასი (ე.წ. ხელზე ასაღები წლიური ანაზღაურება).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2027 წელს:
[შენიშვნა: გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით]
პრეზიდენტი ( კოეფიციენტი 10) - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
პრემიერ-მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
მინისტრი ( კოეფიციენტი 8.5) - თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი;
მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.5) - თვეში 13 012 ლარი, წლიურად 156 150 ლარი;
მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 12 578, წლიურად 150 945 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;