ნარკოზით სტომატოლოგიური მკურნალობა ბავშვებში: როდის მიმართავენ ამ მეთოდს?
სტომატოლოგთან პირველი შეხვედრა ბავშვისთვის დიდ ემოციურ განცდებთან და შიშთან ასოცირდება. როდესაც ის ექიმის დანახვაზე ტირის ან ნერვიულობს, მისი დამშვიდება და პირის ღრუს საფუძვლიანად დათვალიერება ძალიან რთულია. ასეთ დროს ნინო ბერიძის კლინიკის ბავშვთა ცენტრში (NB Dental KIDS) ალტერნატიულ გზას მიმართავენ და მკურნალობას ზოგადი ანესთეზიით ატარებენ.
როდის დგება ზოგადი ანესთეზიის აუცილებლობა?
შიშის ფაქტორთან ერთად, სტომატოლოგები უპირველესად ასაკს აქცევენ ყურადღებას. მცირეწლოვან ბავშვს ბუნებრივად უჭირს ერთ ადგილზე დიდხანს, უძრავად ჯდომა და უცხო ადამიანის მითითებების მოსმენა. ასეთივე სირთულე იჩენს თავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარებთანაც, რომლებისთვისაც ხანგრძლივი და განმეორებითი მანიპულაციები ორმაგად დამღლელია.
ამასთან, თუ ბავშვს კარიესი ერთდროულად რამდენიმე კბილზე აღმოაჩნდა და მკურნალობა კომპლექსურია, სტომატოლოგთან ვიზიტი არაერთხელ ხდება საჭირო. სტომატოლოგიურ კლინიკაში ყოველი სტუმრობა კი მღელვარებასთან არის დაკავშირებული, რაც შიშს კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ ასეთ ვითარებებში სტომატოლოგი ინტრავენური ანესთეზიით მკურნალობის გადაწყვეტილებას იღებს.
როგორ მიმდინარეობს მომზადებისა და მკურნალობის ეტაპები?
როდესაც ირკვევა, რომ ზოგადი ანესთეზია საუკეთესო არჩევანია, ანესთეზიოლოგი ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას აფასებს და მშობლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
პროცედურის დროს პატარას ღრმად და მშვიდად სძინავს, ამიტომ უსიამოვნო ხმები არ ესმის და შეხებას ვერ გრძნობს. მთელი ამ დროის განმავლობაში ანესთეზიოლოგი ბავშვის გულისცემას, სუნთქვასა და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლებს უწყვეტად აკონტროლებს. მანიპულაციების დასრულების შემდეგ ბავშვი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მანამ, სანამ სრულად და უსაფრთხოდ არ გამოფხიზლდება.
აღსანიშნავია, რომ ინტრავენური ანესთეზია და სედაცია მხოლოდ ბავშვებში არ გამოიყენება. ზრდასრულ პაციენტებშიც, როდესაც ძლიერი შიში ან სტომატოლოგიური ფობია იჩენს თავს, ეს მიდგომა საუკეთესო გამოსავალია ხანგრძლივი და დელიკატური მანიპულაციების ჩასატარებლად.
რატომ არის საჭირო გეგმური ვიზიტები მკურნალობის შემდეგაც?
მკურნალობით მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად გეგმური შემოწმება აუცილებელია. შემდგომ ვიზიტებზე სტომატოლოგი პირის ღრუს ათვალიერებს, პროფესიულ წმენდას ატარებს და მშობლებს ყოველდღიური ჰიგიენისა თუ კვების შესახებ რჩევებს უზიარებს, რათა კარიესი ხელახლა აღარ განვითარდეს.
ამასთან, სარძევე კბილების დროული მკურნალობა და შენარჩუნება პირდაპირ განსაზღვრავს თანკბილვის სწორ განვითარებას. მათი ნაადრევად დაკარგვის შემთხვევაში კბილები ადგილს იცვლის, რაც მომავალში ორთოდონტიულ პრობლემებს ქმნის. თუ მოზარდობისას ბრეკეტებით კბილების გასწორება გახდა საჭირო, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მიღწეული შედეგის დასაფიქსირებლად და კბილების ხელახალი გადანაცვლების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი ხდება რეტეინერი.
ხოლო როდესაც პატარა კლინიკაში მხოლოდ გეგმურ გასინჯვაზე, ყოველგვარი ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე დადის, NB Dental Kids მისთვის უსაფრთხო და მეგობრულ გარემოდ იქცევა. ეს კი ჯანსაღი ღიმილისა და ექიმთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გარანტიაა.
„ნბ დენტალი ნინო ბერიძის კლინიკაში“ ზრდასრულებსაც შეუძლიათ სრული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, მათ შორის კბილების მკურნალობა, გასწორება, პროთეზირება, იმპლანტაცია, ღრძილების მკურნალობა და მხატვრული რესტავრაცია.
ვიზიტის დასაგეგმად ან მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კლინიკას ნომერზე (032) 2 32 22 27. კლინიკა პაციენტებს საბურთალოზე, დავით თავხელიძის №1ა-ში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30-დან 20:00 საათამდე იღებს. სერვისებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე nbdental.ge.
R