ყვარელში, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - რა ხდება შემთხვევის ადგილას?! - კვირის პალიტრა

ყვარელში, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - რა ხდება შემთხვევის ადგილას?!

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.

თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო. დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"