2025 წელს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ რეკორდულ 88.3 მლრდ ლარს გადააჭარბა
აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს მაჩვენებელმა 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.215 მლრდ ლარით, ანუ დაახლოებით 16%-ით მეტია.
როგორი იყო აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვა წლების მიხედვით:
2025 წელი - 88.370 მლრდ ლარი;
2024 წელი - 76.155 მლრდ ლარი;
2023 წელი - 63.994 მლრდ ლარი;
2022 წელი - 52.647 მლრდ ლარი;
2021 წელი - 47.938 მლრდ ლარს;
2020 წელი - 32.091 მლრდ ლარი.
მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% იყო.
ცნობისათვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-ს შეადგენდა, 2023 წელს - 31.2%-ს, 2022 წელს - 29%-ს, 2021 წელს - 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.