ალექ­სან­დრე პო­პო­ვი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად და რე­პე­ტი­ტო­რად მუ­შა­ობ­და - რას წერს რუსული მედია კაცზე, რომელმაც თბილისში, კაფეში მსხდომ ადამიანებს, აივნიდან გადააშარდა - კვირის პალიტრა

ალექ­სან­დრე პო­პო­ვი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად და რე­პე­ტი­ტო­რად მუ­შა­ობ­და - რას წერს რუსული მედია კაცზე, რომელმაც თბილისში, კაფეში მსხდომ ადამიანებს, აივნიდან გადააშარდა

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე პო­პო­ვი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად და რე­პე­ტი­ტო­რად მუ­შა­ობ­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ვილ­ნი­უს­ში ცხოვ­რობს, თბი­ლის­ში კი ბინა აქვს, სა­დაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და.

პო­პო­ვის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი "Mash“ და "Бумага“ ავ­რცე­ლე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­პო­ვის მე­გობ­რე­ბი მის ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და პი­რად პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი აცხა­დებს, რომ პო­პოვს ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს.პო­პოვ­მა თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში მსხდომ ადა­მი­ა­ნებს აივ­ნი­დან გად­მო­ა­შარ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი შე­ძა­ხი­ლე­ბით "დი­დე­ბა რუ­სეთს“ მი­მარ­თავ­და შეკ­რე­ბი­ლებს. შემ­თხვე­ვის შემ­დეგ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას 15-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა შე­უ­ფარ­და. მას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა სამი წლით აეკ­რძა­ლა.

რას ჰყვე­ბი­ან პო­პო­ვის მე­გობ­რე­ბირუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "Бумага“ პო­პო­ვის მე­გობ­რის, ლუდ­მი­ლას მო­ნა­თხრობს ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ალექ­სან­დრეს და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლია იც­ნობს და ბოლო პე­რი­ოდ­ში მას ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ლუდ­მი­ლას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­პო­ვი ვილ­ნი­უს­ში მარ­ტო ცხოვ­რობს. ლუდ­მი­ლა ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს კა­ცის მარ­ტო­ო­ბა­საც უკავ­ში­რებს. მისი თქმით, პო­პო­ვის ოჯახს უკვე და­უ­კავ­შირ­დნენ და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლის­ტთან მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ.

განაგრძეთ კითხვა