სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.

ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.

ლევან ახობაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა