მარნეულის სამშობიაროში 13 წლის მოზარდმა ტყუპი გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მარნეულის სამშობიაროში 13 წლის მოზარდმა ტყუპი გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"