"თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო" - რას წერს სოფო ნიჟარაძე?
სოფო ნიჟარაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს.
"თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი ივენთიც გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა" - ასე ეხმაურება თეატრიდან გათავისუფლების ფაქტს სოფო ნიჟარაძე.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი პატიმრობის მეხუთე წლისთავზე, ჩემი სოფო გამოუშვეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან. ის არ ჩაითვალა საკმარისად პროფესიონალად, რომ იყოს ამ თეატრის მსახიობი და მომღერალი. მანამდეც, ამ თეატრის ახალი შენობა რიყეზე, დაანგრიეს. ესაა ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ თუ რა ხდება ამ ქვეყანაში და ყველამ თავისი დასკვნა გააკეთეთ," - წერს მიხეილ სააკაშვილი.