“ექ­სპრე­მი­ე­რის ყვე­ლა წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი ხომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია... რაც შეეხება ბერა ივანიშვილის განცხადებას..." - გიორგი მელაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

“ექ­სპრე­მი­ე­რის ყვე­ლა წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი ხომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია... რაც შეეხება ბერა ივანიშვილის განცხადებას..." - გიორგი მელაშვილის ანალიზი

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ორგზის ექ­სპრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მიმ­დი­ნა­რე კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რი­გი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩა­მოთ­ვლი­ლია მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი. ავ­ტო­რი ვრცელ წე­რილ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბა­სა და მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ზე, უმუ­შევ­რო­ბი­სა და სი­ღა­რი­ბის დო­ნის ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა­სა თუ ათი­ა­თა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

"მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ჭირ­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გათ­ვლი­ლი მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბით (მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­წლი­უ­რად 500 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მოვ­ყა­ვით და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვებს ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი და­ვუ­ნიშ­ნეთ) უმუ­შევ­რო­ბი­სა და სი­ღა­რი­ბის დონე ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და, შე­იქ­მნა ათი­ა­თა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ გავ­ზარ­დეთ სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბი (სამ წე­ლი­წად­ში 40-50%-ით გავ­ზარ­დეთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბი), გავ­ზარ­დეთ პენ­სი­ე­ბი, ხელ­ფა­სე­ბი გა­ვუ­ზარ­დეთ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ექი­მებს.

მა­ღა­ლი და რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გაგ­ვე­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი და და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი მიგ­ვე­მარ­თა ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის“.

წე­რი­ლის ბო­ლოს ექ­სპრე­მი­ე­რი ხალ­ხს კი­თხვით მი­მარ­თავს: "ჩემი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი 2024 წლის იან­ვარ­ში 60% იყო, ისე­ვე რო­გორც პარ­ტი­ის - მას შემ­დეგ თით­ქმის სამი წელი გა­ვი­და და ხალ­ხს მინ­და ვკი­თხო: ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და თუ გა­უ­ა­რეს­და - სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით?!“

ორი­ო­დე დღის წინ კი, ას­პა­რეზ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნდა და გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს და გარ­კვე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს გეგ­მავს.

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის და მისი ოჯა­ხის მი­მართ წლე­ბია კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც მან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ად­ვო­კატ და­ვით ასა­თი­ანს მი­მარ­თა.

ად­ვო­კატ­მა და­ვით ასა­თი­ან­მა თა­ვის მხრივ და­ა­ა­ნონ­სა, რომ ბე­რას სა­ხე­ლით უჩივ­ლებს არა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­მედ კონ­კრე­ტულ პი­რებ­საც. "ჩვე­ნი სარ­ჩე­ლის ად­რე­სა­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­რცე­ლე­ბენ ცი­ლის­წა­მე­ბას და მტკი­ცე­ბით ფორ­მატ­ში იმ ფაქ­ტებს, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია, არის ყალ­ბი და მტკნა­რი სიც­რუე“.

განაგრძეთ კითხვა