რა დაავალა პუტინმა რუს სამხედროებს - ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგაშო განცხადება - კვირის პალიტრა

რა დაავალა პუტინმა რუს სამხედროებს - ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგაშო განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას უბრძანა, უარი ეთქვათ ომის წესების დაცვაზე, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების მკვეთრი ზრდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი კონფლიქტში უპირატესობის დაბრუნებას ცდილობს.

„მან თქვა, რომ ახლა წესები არ არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, პუტინმა ეს ბრძანება სექტემბერში გასცა, როდესაც რუსეთმა კიევზე საჰაერო დარტყმების გაძლიერება დაიწყო და მიზანში სკოლები, საავადმყოფოები და მონაცემთა ცენტრები ამოიღო.

უკრაინის პრეზიდენტი Financial Times-ს სკოლის შენობაში არსებულ თავშესაფარში ესაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბომბა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაბომბილი სკოლა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მასშტაბური გახდა მსგავსი სამიზნეების შერჩევის პრაქტიკა.

ზელენსკის თქმით, იმის გამო, რომ ვლადიმერ პუტინმა დონბასის ტერიტორიის დაკავება ვერ შეძლო, ის ახლა მასშტაბურ თავდასხმებსა და მასობრივ მკვლელობებზე გადავიდა.

„მათ ოკუპაციის ორგანიზება ვერ შეძლეს და სწორედ ამიტომ ახორციელებენ ახლა მასშტაბურ თავდასხმებსა და მასობრივ მკვლელობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამ კამპანიის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება, ქალაქებიდან მათი განდევნა და ომის გაგრძელების კუთხით უკრაინის შესაძლებლობების შესუსტებაა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა